ფეხბურთი

15:59 | 29.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი წასვლას არ აპირებს

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი თავის მომავალზე საუბრობს. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მანამდე აპირებს მუშაობას, სანამ ენერგია და მოტივაცია ექნება.

“იქამდე ვიმუშავებ, სანამ ფიზიკური ძალა და მოტივაცია მექნება. ცხადია, ყველაფერი დამოკიდებულია ჩემს კონდიციებზე და მენტალურ მდგომარეობაზე. მე აწმყოთი ვცხოვრობ და მინდა, ყველაფერი გავაკეთო ჩემი გუნდისთვის, სხვა არაფერი მაინტერესებს. ხალხმა დაივიწყა რომ 22 წელი ისეთ გუნდში ხარ, როგორიც “არსენალია”. კონტრაქტის ბოლომდე აქ ვიქნები, მაგრამ შემდეგ არ ვიცი რას გავაკეთებ”, - განაცხადა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერი “არსენალს” 1996 წლიდან უდგას სათავეში, მიმდინარე ხელშეკრულება კი, 2019 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112076