ბირმინგემის “ასტონ ვილას” მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე თავდამსხმელი გაბრიელ აგბონლაჰორი დატოვებს. The Telegraph-ის ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელსა და გუნდს შორის კონტრაქტი, რომელიც ზაფხულში იწურება, არ გახანგრძლივდება.
შესაბამისად, აგბონლაჰორი “ვილა პარკს” 17 წლის შემდეგ ემშვიდობება. ინგლისელი შემტევი ბირმინგემშია დაბადებული და ფეხბურთის თამაში “ასტონ ვილას” აკადემიაში დაიწყო. მთავარ გუნდში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა. სწორედ მაშინ, გაბრიელი ორჯერ იყო განათხოვრებული “უოტფორდსა” და "შეფილდს უენსდიში”, მაგრამ მცირე ხნით.
იყო წლები, როცა აგბონლაჰორი “ვილა პარკელთა” ლიდერი გახლდათ, მაგრამ ეს წარსულში დარჩა. მიმდინარე სეზონში ჩემპიონშიპში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.