13-15 აპრილს ბუდვაში (მონტენეგრო) გაიმართება 16-წლამდელების დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მიიღებს მონაწილეობას ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის ნაკრებიც.
ტურნირი, რომელიც პოპულარულია და ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ გამორჩეული გუნდები იღებენ.
A ჯგუფი: რეალი (ესპანეთი), მოგრენი (მონტენეგრო), კლუჟი (რუმინეთი), ზაზას აკადემია (საქართველო).
B ჯგუფი: მონტენეგროს ნაკრები, ლოკომოტივი (რუსეთი), მორნარ ბარი (მონტენეგრო), ისრაელის ნაკრები.
ზაზას აკადემიის ნაკრები ამ ასაკში საუკეთესო მოთამაშეებით დაკომპლექტდება. ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება დეიან პროკიჩი. ასისტენტები: ირაკლი მაისურაძე და ზორან პენო. გუნდი სერიოზული გამოწვევისთვის ემზადება.
ირაკლი მაისურაძე: „ჩვენთვის ეს ტურნირი ახალი გამოწვევაა. ბავშვებმა უნდა მიიღონ ამ დონეზე თამაშის გამოცდილება. ეს მათთვის კარგი შანსია. გვყავს საკმაოდ კარგი, მობილური გუნდი. ბიჭები რეგულარულად თამაშობენ საქართველოს ჩემპიონატში. ჩავდივართ საოცრად ლამაზ ქალაქში. ეს არის ევროპის საკლუბო ჩემპიონატი, რომელშიც ამ ასაკის მხოლოდ საუკეთესოები იღებენ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ძალიან რთული შეხვედრები გვექნება, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია - მონაწილეობა. ბუნებრივია, მონტენეგროში მხოლოდ მოსაგებად მივდივართ.“
13 აპრილი. რეალი - ზაზას აკადემია.
14 აპრილი. კლუჟი - ზაზას აკადემია.
14 აპრილი. მოგრენი - ზაზას აკადემია.
15 აპრილი. 3-ქულიანების და ჩატენვების კონკურსი.
15 აპრილი. ფინალი (მანამდე - III, V, VII ადგილებისთვის თამაშები).