ფეხბურთი

3:46 | 29.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე: "რაც მოხდა, რთული წარმოსადგენი იყო"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ოპერაციის შემდეგ განცხადება გაავრცელა. 25 წლის ფეხბურთელმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაიხადა. ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ სარეაბლიტაციო პერიოდი სწრაფად გაივლის.

“რამდენიმე საათის წინ დასრულდა ოპერაცია, რომელმაც ექიმების განცხადებით წარმატებით ჩაიარა. გარკვეული პერიოდი რეაბილიტაციას დასჭირდება და იმედია, რომ ეს დრო მალე გაივლის. ჩემთვის რთული წარმოსადგენი იყო ის, რაც მოხდა. ხანგრძლივი პერიოდი გამიცდა, საბოლოოდ დავბრუნდი, მაგრამ მძიმე დაზიანება მივიღე. ახლა თქვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემი ტკივილი გაიზიარა და გვერდში დამიდგა. თქვენი მადლიერი ვარ”, - დაწერა ანანიძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე ლიტვასთან შეხვედრაში მძიმედ დაშავდა. 28 მარტს კი, რომში მარჯვენა მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პერიოდი 6 თვე გასტანს.

0.12003