ფეხბურთი

3:19 | 29.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რომას" პრეზიდენტი: "ჩემი გუნდი "ბარსელონაზე" ნაკლები არაა"

იტალიური “რომას” პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა თავის გუნდს “ბარსელონასთან” აუტსაიდერად არ მიიჩნევს. “ჯალოროსის” ხელმძღვანელის განცხადებით, ეს არ იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა.

“ბარსელონა”? – ვფიქრობ, თამაში ყველასთან შეგვიძლია. ეს უკვე დავამტკიცეთ “ჩელსისთან”, “ატლეტიკოსთან”, “შახტართან”. დარწმუნებული ვარ, რომ “ბარსასთან” ტოლსწორად თამაშის ძალა გვაქვს.

ყველა მეუბნება, რომ ეს დავითისა და გოლიათის ბრძოლაა, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი ფეხბურთელები “ბარსელონას” მოთამაშეებს რამით ჩამოუვარდებიან. ცხადია, ფანტასტიკური გუნდია, რომელიც მხოლოდ მესი არაა, თუმცა “რომას” შეუძლია ყველასთან თამაში”, - განაცხადა პალოტამ.

“ბარსელონასა” და “რომას” შეხვედრა 3 აპრილს, “კამპ ნოუზე” გაიმართება.

0.118532