კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ლიონელ მესის ტრავმის შესახებ საუბრობს. “ბლაუგრანას” თავკაცმა დაადასტურა, რომ მესის პრობლემა აქვს, მაგრამ მისი აზრით, საგანგაშო სიტუაცია არაა.
“მესიმ ბოლო მატჩში “ატლეტიკთან” კარგი თამაში ჩაატარა. დიახ, მას აქვს პატარა პრობლემა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს სერიულ სახეს მიიღებს. მშვიდად ვარ და დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. შიშზე საუბარი ძალიან ადრეა”, - აღნიშნა ვალვერდემ A Bola-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის არგენტინის ნაკრების მატჩები გაუცდა. არც იტალიასთან უთამაშია და არც ესპანეთთან. ჯერჯერობით, უცნობია, შეძლებს თუ არა ლიონელი “ბარსელონას” დახმარებას ლა ლიგის უახლოეს ტურში.