ფეხბურთი

23:15 | 28.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

კლოპის აგენტი: "იურგენი "ბაიერნისთვის" იდეალური მწვრთნელი იქნება"

ინგლისური “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის აგენტი მარკ კოსიცკე თავისი კლიენტის მიუნხენის “ბაიერნში” შესაძლო გადაბარგებაზე საუბრობს.

კოსიცკეს განცხადებით, კლოპი “ბაიერნისთვის” იდეალური მწვრთნელი იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე “ენფილდ როუდის” დატოვებას არ აპირებს.

“კლოპს კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს და არმგონია, რომ “ლივერპული” დატოვოს. ის მუშაობს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში და ეს შეუძლებელია არ იყოს მიმზიდველი. ბევრი ფაქტორი უნდა გავაერთიანოთ. “ბაიერნი” ეძებს მწვრთნელს და ეს მართალია, მაგრამ იურგენს “ლივერპულთან” გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ “წითლებიდან” არ წავა. რა თქმა უნდა, “ბაიერნისთვის” კლოპი იდეალური მწვრთნელი იქნება, მაგრამ ამ მომენტში ეს არ მოხდება”, - განაცხადა აგენტმა.

შეგახსენებთ, “ბაიერნს” სეზონის დასრულების შემდეგ იუპ ჰაინკესი დატოვებს. ჯერჯერობით, უცნობია ვინ ჩაიბარებს “რეკორდმაისტერს” ზაფხულიდან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10967