ფეხბურთი

19:10 | 28.03.2018 | ნანახია 4158 - ჯერ

უეფამაც დაწერა: ქართველი 17-წლამდელები ევროპის მიღმა

სამწუხაროდ, ძალიან არ გაუმართლა გიორგი ნემსაძის გაწვრთნილ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს. ელიტრაუნდის რვა ჯგუფის მეორეადგილოსნებიდან სწორედ საქართველო აღმოჩნდა უარესი მაჩვენებლის მქონე და ვერ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.

ანუ, რვა მეორეადგილოსნიდან შვიდი გავიდა და მერვე (საქართველო) ვერა. ეს უეფას ოფიციალურმა საიტმაც დაწერა.

საქართველომ ჯგუფის ბოლო ტურში 6:1 გაანადგურა მაკედონია, მასპინძელმა პოლონეთმა კი ირლანდიასთან 0:1 წააგო და ბურთების უკეთესი შეფარდებით ვაჯობეთ პოლონელებს. შედეგად, ჯგუფში მეორე ადგილზე გავედით, თუმცა...

საქმე ისაა, რომ ბოლოადგილოსანთან შედეგი მეორეადგილოსნების ქულების დათვლისას არ მიიღება მხედველობაში. ჩვენ გამოგვაკლდა მაკედონიასთან 6:1 გამარჯვება.

შედეგად, მეორადგილოსნებს შორის ჩვენ გვაქვს 1 ქულა და ბურთების შეფარდება 2:4. ანუ მინუს ორი. ამ დროს, ბელგიასა და გერმანიასაც 1 ქულა აქვთ, მაგრამ ბურთები – მინუს ერთი.

ფინალური ეტაპი 16-გუნდიანი იქნება და 4-20 მაისს გაიმართება ინგლისში. გავიდნენ: ბელგია, ბოსნია, დანია, გერმანია, იტალია, ჰოლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, ირლანდია, სერბეთი, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ისრაელი, სლოვენია და მასპინძელი ინგლისი.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:49 | 28.03.2018
ogafa (10220)

საწყენია მეგონა გავედით

21:58 | 28.03.2018
Buratino (3505)

სამწუხაროა მაგრამ ფაქტია. როგორც ჩანს, ნემსაძეს უწია ნიკა ქუთათელაძის (არმიწვევის) ცოდვამ

20:25 | 28.03.2018
პანტელეიმონი (4347)

მართლაც სამწუხაროა, მაგრამ ყველაფერი წინ გაქვთ ბიჭებო ! ! !

20:01 | 28.03.2018
BEERTRANCE (97819)

დასანანია.

19:48 | 28.03.2018
centurioni (447)

ირლანდიასთან 2-0 წააგეს

19:24 | 28.03.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

საწყენია მარა ამით არაფერი არ მთავრდება. დიდი შრომა ყველას დაუფასდება. მომავალი თქვენა.

0.136749