ფეხბურთი

18:27 | 28.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

აგრესია ფლანგებიდან

4:0 ლიტვასთან და 2:0 ესტონეთთან – საერთო ჯამში 6:0, მთლიანობაში იოლად მოგებული ამხანაგური მატჩები. მართლაც ვისიამოვნეთ საქართველოს ნაკრების თამაშებით. არაერთი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ დღეს ერთ კონკრეტულს გამოვარჩევთ: დაცვის ფლანგებს.

არ გვახსენდება, ჩვენი ნაკრების მარჯვენა და მარცხენა მცველებს ასე ეფექტურად ეთამაშოთ. არადა, წლების განმავლობაში სწორედ ეს პოზიციები იყო ყველაზე სუსტი.

საბედნიეროდ, ოთარ კაკაბაძემ მოხსნა ეს პრობლემა და მარცხნივაც, გიორგი ნავალოვსკიმ მაგარი თამაშები ჩაატარა. ექვსი გატანილი გოლიდან ოთხი გავიდა მათი უშუალო მონაწილეობით. რადგან ნავალოვსკიზე დავწერეთ, ლაშა შერგელაშვილიც არ დაგვავიწყდეს: მასაც აქვს კარიერული პროგრესი. და მაინც, კაკაბაძე და ნავალოვსკი არიან ამ ეტაპზე პირველი ნომრები.

იმედია, ეს ერთჯერადი, ან ორჯერადი გამონათება არაა და შემდგომ მატჩებშიც ასე პროდუქტიულნი იქნებიან ჩვენი ფლანგის მცველები. დიდწილად მათი დამსახურებაც იყო, რომ საქართველოს ნაკრებმა ასეთი კარგი თამაში აჩვენა ბალტიისპირელებთან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12644