ფეხბურთი

16:25 | 28.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

Marca, Sky Sport – გავლენიანი გამოცემები ყაზაიშვილზე წერენ და მესის ადარებენ

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა ესტონეთთან მართლაც ულამაზესი გოლი გაიტანა (VIDEO). აი, ისეთი, ნებისმიერი რანგის მატჩს და ფეხბურთელს რომ დაამშვენებდა. ბევრს ვაკოს მოქმედებამ რიკარდო კვარეჟმა გაახსენა, რომელსაც სჩვევია მსგავს სტილში გატანილი გოლები.

ავტორიტეტულ ესპანურ გამოცემა Marca-ს კი, ყაზაიშვილის შედევრმა თვით ლეო მესი გაახსენა. ხსენებული გამოცემის ვებგვერდზე ვაკოს გოლი აიტვირთა, შემდეგი წერილით:

“მესის არ უთამაშია არგენტინის ნაკრებში, მაგრამ ითამაშა საქართველოსთვის?.. გო – ლა –სო!

ვაკო ყაზაიშვილმა საჯარიმოს მისადგომებთან რამდენიმე მეტოქის გარემოცვა დაძლია და ისეთი გოლი გაიტანა, არგენტინის 10 ნომერი გაგვახსენა”, - წერს გავლენიანი Marca.

ვაკო ყაზაიშვილს გოლს ვრცელ წერილს უძღვნის იტალიური Sky Sport-ი და ვაკოს ქართველ მესის უწოდებს. სტატია უცვლელად გთავაზობთ:

მესი? არა - ყაზაიშვილი! "გოლასო" ესტონეთის წინააღმდეგ"

აი, ქართველი მესი: ვალერი ყაზაიშვილის მარგალიტი გოლი ესტონეთის ნაკრებთან.

მესი ესპანეთთან ტრიბუნაზე იყო? არაა პრობლემა. თბილისში, ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში “სან ხოსეს" თავდამსხმელმა დიდებული გოლი გაიტანა სოლორეიდის შემდეგ ფეხის გარეტერფით.

ქართველი, რომელიც ამერიკულ ლიგაში თამაშობს, მაგრამ ესტონეთის კარში ულამაზესი გოლი მესის სტილში გაიტანა. არა, ეს არაა ხუმრობა. ის გახლავთ ვალერი “ვაკო” ყაზაიშვილი და მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატამდე გამართული ამხანაგური მატჩები შეამკო. თამაშობდა, ორი გუნდი, რომელთა მუნდიალზე წარმოდგენა რთულია. თუმცა, თუ ნახავთ მის გოლს, ბევრი ლეო მესიზე გაიფიქრებს. ბრწყინვალედ ითამაშა: ვაკომ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღი და კარამდე იარა. დაიწყო სპრინტი, ბურთი ჩინებულად ატარა და საჯარიმოს მისადგომებიდან გარე ტერფით გადაგზავნა კარში. ანგარიში 2:0 გახდა 35-ე წუთზე. საქართველო იქამდე ტაბიძის გოლით იგებდა. სწორედ ყაზაიშვილის გოლით დაფიქსრდა საბოლოო ანგარიში “მესხის” სტადიონზე.

ყაზაიშვილი პირველი ქართველია, რომელსაც MLS-ში გაუტანია

1993 წელს დაბადებული თავდამსხმელი ისტორია საკმაოდ საინტერესოა. სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში თამაშის შემდეგ ითამაშა საქართველოს უმაღლეს ლიგაში, თუმცა განსაკუთრებული ეფექტის გარეშე. ვაკომ ერთადერთი გოლი გაიტანა თითქმის ორ წელიწადში (საკმაოდ ცოტას თამაშობდა) რუსთავის “მეტალურგის” რიგებში. 2011-2012 წლების დასაწყისიდან კი, ჰოლანდიურ “ვიტესში” ჩაირიცხა. რომლის მაისური 104-ჯერ მოირგო და 25 გოლი გაიტანა, სანამ პოლონეთში, ვარშავის “ლეგიაში” გადავიდოდა. 16 თამაში (მათ შორის, დორტმუდნის “ბორუსიასთან” და “რეალთან) და 1 გოლი 2016-2017 წლების სეზონში. შემდეგ გადაბარგდა აშში-ში, MLS-ში. ყაზაიშვილმა საკუთარი თავი “სან ხოსეში” აღმოაჩინა, სადაც 17 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. დაამყარა რეკორდი, გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ამერიკულ ლიგაში გოლი გაიტანა”, - ასეთი სტატია მიუძღვნა ვაკოს იტალიურმა Sky Sport-მა.

0.115376