ფეხბურთი

16:00 | 28.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

უჩა ლობჟანიძე “ლოკომოტივში”

“სამტრედიას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი უჩა ლობჟანიძე “ლოკომოტივში” ითამაშებს. როგორც თბილისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 31 წლის ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე გაფორმდა.

ლობჟანიძე “რკინიგზელთა” რიგებში 22 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. საქართველოს ნაკრების წევრი “სამტრედიაში” იანვარში ჩაირიცხა, მაგრამ გუნდი ორი თვის შემდეგ დატოვა და იმერელთა რიგებში მხოლოდ 3 მატჩის ჩატარება მოასწრო.

უჩა სხვადასხვა პერიოდში ბათუმის “დინამოში”, “ზესტაფონში”, “დნიპროში”, “კრივბასში”, "ატირაუში", “ომონიასა” და თბილისის “დინამოში” ირჯებოდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი მის აქტივში 53 შეხვედრა და 1 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110686