ფეხბურთი

12:15 | 28.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინამ ანტირეკორდი გაიმეორა, მესიმ თამაშს ბოლომდე ვერ უყურა

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთთან ამხანაგურ მატჩში 1:6 წაგებით (VIDEO) მისივე ანტირეკორდი გაიმეორა. არგენტინელები ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით აქამდე ორჯერ დამარცხებულან - 1958 წელს ჩოხოსლოვაკიასთან, 2009 წელს კი - ბოლივიასთან.

მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გამართულ მატჩში ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" შემტევს ლიონელ მესის, რომელიც თამაშს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა, თუმცა 74-ე წუთზე, როცა მისმა გუნდმა მეექვსე გოლი გაუშვა, ტრიბუნა დაუყოვნებლივ დატოვა.

არგენტინელებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ესპანეთთან შეხვედრამდე ოთხი დღით ადრე მანჩესტერში იტალიის ნაკრებთან სპარინგი 2:0 მოიგეს. ხორხე სამპაოლის გუნდი მუნდიალზე D ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ხორვატიის, ისლანდიისა და ნიგერიის ნაკრებები იქნებიან.

0.115219