ფეხბურთი

11:28 | 28.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

შვილიშვილის სანაკრებო დებიუტით მოგებული 19 ათასი გირვანქა...

“ბორნმუთის” ნახევარმცველ ლუის ქუკს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. ეს იტალიის ნაკრებთან მატჩში მოხდა (1:1). 21 წლის ფეხბურთელი მოედანზე 71-ე წუთზე ჯესი ლინგარდის ნაცვლად გამოჩნდა.

რა არის ახლა ამ ამბავში აღსანიშნავი?! – საქმე ისაა, რომ ქუკის ბაბუამ ტრევორ ბარლინგემმა შვილიშვილის ეროვნულ ნაკრებში პირველი მატჩით არც მეტი, არც ნაკლები 19 ათასი გირვანქა სტერლინგი მოიგო! როგორც ცნობილი გახდა, ბარლინგემმა 4 წლის წინ, 500 გირვანქა დადო ფსონის სახით, რომ მისი შვილიშვილი, ლუის ქუკი ინგლისის ნაკრებში 26 წლამდე ერთხელ მაინც ითამაშებდა. ჰოდა, შვილიშვილმა ბაბუას მშვენიერი საჩუქარი დათქმულ დროზე 5 წლით ადრე გაუკეთა.

სხვათა შორის, მსგავსი შემთხვევა ინგლისში პირველად არ მომხდარა. “ლივერპულის” ყოფილი მეკარის, კრის კირკლენდის მამამ, ედი კირკლენდმა 10 ათასი მოიგო მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა ინგლისის ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა 2006 წელს საბერძნეთის ნაკრებთან...

0.112604