ფეხბურთი

1:51 | 28.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილი: "მადლობა გულშემატკივრებს"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა ესტონეთთან (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. “სან ხოსეს” შემტევმა განაცხადა, რომ შარშანდელისგან განსხვავებით ახლა კარგ ფორმაში იმყოფება.

“ერთა ლიგაზე სახლში ყველა თამაშში უნდა გავიმარჯვოთ, ფავორიტები უნდა ვიყოთ. დღეს მინდა, გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. თავს კარგად ვგრძნობ, სათამაშო პრაქტიკა მაქვს შარშანდელისგან განსხვავებით, ბოლო თამაშებშიც გოლებიც გავიტანე”, - განაცხადა ყაზაიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მარტის სპარინგები დამაჯერებლად მოიგო. ლიტვა 4:0, ხოლო ესტონეთი 2:0 დაამარცხა. ვაკო ყაზაიშვილმა ამ მატჩებში ორი გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111501