ფეხბურთი

14:58 | 27.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩი: "იუვენტუსთან" თამაში ჩემთვის განსაკუთრებულია"

იტალიური “მილანის” კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი ყოფილ გუნდთან, “იუვენტუსთან” თამაშზე საუბრობს. გამოცდილი მცველის თქმით, მისთვის ტურინში დაბრუნება განსაკუთრებული მოვლენაა.

“ალიანც სთედიუმზე” სხვებისგან განსხვავებული თამაში იქნება. “იუვეში” 7 წელი გავატარე და ყოველთვის ჩემს გულში დარჩება. შაბათს ვნახავ ბევრ მეგობარს, თანაგუნდელებს, ხალხს, რომლებიც მიყვარს, რომელთა ნახვა სასიხარულოა. ჩემთვის ეს განსაკუთრებული, ინტენსიური და ემოციური მატჩი იქნება”, - განაცხადა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, ლეონარდო ბონუჩი “იუვენტუსში” 2010-2017 წლებში თამაშობდა და შავ-თეთრი მაისურით 300-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. 30 წლის მცველი ზაფხულში “მილანში” გადავიდა.

31 მარტს, “იუვენტუსი” – “მილანს” უმასპინძლებს და ეს იქნება ბონუჩის პირველი დაბრუნება ტურინში. საერთოდაც, “იუვენტუსის” წინააღმდეგ პირველად ითამაშებს 2009 წლის შემდეგ (როდესაც “ბარის” ღირსებას იცავდა).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113346