მიუნხენის “ბაიერნის” მეკარემ მანუელ ნოიერმა ვარჯიში განაახლა. აღნიშნულ ინფორმაციას “რეკორდმაისტერის” ვებგვერდი ავრცელებს. 32 წლის კიპერმა ხანგრძლივი უქმობის შემდეგ საწვრთნელი პროცესი ჯერჯერობით ინდივიდუალურად დაიწყო.
გერმანელი ფეხბურთელი სექტემბრის შემდეგ ტრავმირებული იყო. შეგახსენებთ, ნოიერმა ფეხი 2017 წლის აპრილში მოიტეხა და აგვისტომდე ვერ თამაშობდა, შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ ტრავმა გაუმიზეზდა და საბოლოო ჯამში თითქმის 1 წელი გაუცდა.