კალათბურთი

19:10 | 27.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

საჩვენებელი ვარჯიში ქუთაისის სპორტსკოლის დარბაზში

ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა მე-11 სპორტსკოლის დარბაზში საინტერესო ღონისძიება გაიმართა.

იმერეთის კალათბურთის ფედერაციის მოწვევით, სკოლას ზაზა ფაჩულიას აკადემიის სპორტული დირექტორი, ამერიკის კალათბურთის ბავშვთა ასოციაციის ლიცენზირებული მწვრთნელი ლაშა ფარღალავა და იმავე აკადემიის მწვრთნელი ვიქტორ კოღუაშვილი სტუმრობდნენ.

როგორც იმერეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბუბა კვიმსაძემ განაცხადა, სტუმრებმა იმერეთის კალათბურთის მწვრთნელებისათვის საჩვენებელი ვარჯიში ჩაატარეს 12-წლამდე ბავშვებთან.

მათ ძირითადი ყურადღება სავარჯიშო სპორტულ დისციპლინაზე გაამახვილეს, ისაუბრეს რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს კალათბურთის განვითარებისთვის რეგიონალური ბავშვთა კალათბურთში მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ზურაბ თალაკვაძე

0.118463