ბუქარესტში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს, საქართველოს ნაკრებმა მედალი მოიპოვა. გუნდის უმსუბუქესმა წევრმა გოდერძი ბერდელიძემ 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში, პირველ მოძრაობაში - ატაცში 112-კილოგრამიანი შტანგა ასწია და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
აკვრა 21 წლის ქართველმა ძალოსანმა 134 კილოგრამით დაასრულა და მეოთხე ადგილს დასჯერდა. ასევე ერთი საფეხური დააკლდა ორჭიდის კვარცხლბეკამდე. ბრინჯაოს პრიზიორ რუმინელ ძალოსანს ბერდელიძე 1 კილოგრამით ჩამორჩა. ჩემპიონს – ესპანელ ძალოსანს კი 8 კილოგრამით.
ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი 1 აპრილამდე გაგრძელდება. საქართველოს ძალოსანთა ნაკრები რუმინეთში სულ 10 სპორტსმენით ჩავიდა. ფიცარნაგზე გავლენ: რამინ შამილიშვილი, შოთა მიშველიძე (ორივე 62 კგ), გოგა ჩხეიძე (69 კგ), რევაზ დავითაძე (85 კგ), დავით ხეცურიანი (105 კგ), ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე (ორივე +105 კგ), თათია ლორთქიფანიძე (69 კგ) და ანასტასია გოტფრიდი (90 კგ).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლინკი დადეთ ძმურად რა
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=KDUZ55irYGU')>0?'https://www.youtube.com/watch?v=KDUZ55irYGU':'https://www.youtube.com/watch?v=KDUZ55irYGU'))
ყოჩაღ მიშველაძეს. გუნდური პირველობა ლამის ჯიბეში გვიდევს.
აბა გავსულვართ პირველზე გუნდურში და ეგაა, საღოლ მიშველა. კიდე უნდა მოუმატოს ოლიმპიადის მედალზე რომ იფიქროს 310 მაინც უნდა აწიოს. ეხლა ვნახე წინა ოლიმპიადაზე 305 გავიდა მესამეზე, 318 პირველზე 212 მეორეზე მარა შემდეგ ოლიმპიადაზე ეს საკმარისი არ იქნება
შემოდგომისთვის წონითი კატეგორიები იცვლება და 8-ის ნაცვლად ისევ ათი ხდება . ამასთან დაუშვებენ დისკვალიფიცირებულ ქვეყნებს ჩინეთს, რუსეთს, სომხეთს და სხვა. ამიტომ 310 არ ეყოფა უკვე წელს.
ოლიმპიადაზე რუსები არ ყოფილან მარტო. 310 ით ჯიბეში არ ექნება მედალი მარა თუ გაუმართლა შეიძლება აიღოს. ისეთი ასაკშია წესით უნდა მოუმატოს 15 კილო ოლიმპიადამდე.
მსოფლიო საერთოდ 300 კილოს მოუგია
ისე რასაც ვაკვირდები შედეგები ძალოსნობაში ქვევით მოდის, რაც დოპინგზე ჩავარდნის შიშით არის გამოწვეული. აქ ტალახაძე არ ითვლება.
62 - კგ-ში ვერცხლი ატაცში, ოქრო აკვრაში და ოქრო ორჭიდის ჯამში.
გილოცავთ მიშველაძე ევროპის ჩემპიონია.
2016 წლის მაისში საქართველოს 20 წლამდე ასაკის ძალოსნებში ბერდელიძემ 117 და 145 უჩვენა 62 კგ-ში. იმის მერე კაცი ფიზიკურად იზრდება და არა მცირდება. კაცი გამოწურულ ლიმონს გავდა.
ეს ბიჭი ადრე 62-ში გამოდიოდა ეხლა ბევრი დააკლებინეს და დასუსტდა, თორემ ჩემპიონზე უფრო მაღალი შედეგები ქონდა ადრე. 62-ში ისედაც 2 წარმომადგენელი გვყავს და ამიტომაც დააკლებინეს თუმცა ეს სავარაუდოდ არასწორია რადგან 6-დან 4 ცდა გააფუჭა.
აქ პირველზე უნდა გავიდეთ გუნდურში. ლაშას სამი ოქრო, თურნანა ატაცში და ჯამში ვერცხლი თუ ნორმალურ ფორმაშია ერთი სეიმი ეყოლება კომკურენტი. აკვრას წააგებს მარა ატაცს მოუგებს ჯამიც უნდა მოუგოს. იქეთ გოლფრიდის სამი ოქროს იმედი გვაქვს და სხვებიც იზავენ რამეს
გულდასაწყვეტი კი არის 1 კილო, მარა მშრალადაც არ დაგვიწყია ჩემპიონატი.
წარმატებები.
ასე მგონია, მე რომ მივებარო ასანიძეს ერთ წელიწადში მედალზე მექნება პრეტენზია
ნამდვილად უფრო გამოცდილები იყვნენ ესპანელიც და იტალიელიც, ასე რომ დასაწყისისთვის ეს ვიკმაროთ.
+1