კატალონიის "ბარსელონასა" და არგენიტნის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი პაულო დიბალას შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მასთან ერთად თამაში გაუჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბუთელად მიიჩნევა და ჩინებულ სეზონსაც ატარებს. და მაინც, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული არ აქვს.
“იუვენტუსის” 10-იანმა აღნიშნა, რომ მესისთან ერთად თამაში მისთვის ძნელია:
“ლეოსთან ერთად თამაში რთულია, რადგან ჩვენ ერთი პოზიცია გვაქვს. ვცდილობ, რომ ზონები გავუთავისუფლო, მაგრამ ამასთან ადაპტირება უნდა მოვახერხო”, - ეს სიტყვები დიბალამ TyC Sports-თან ინტერვიუში წარმოსთქვა.
პაულოს სრულიად ეთანმხება ლიონელ მესი, რომელმაც Fox sports-ს განუცხადა:
“დიბალამ სიმართლე თქვა. ის “იუვენტუსში” იგივე ფუნქციებს ასრულებს, რასაც მე. იმავე სივრცეშია მისი ადგილი, სადაც ჩემი. ჩვენთვის რთულია მარცხენა ფლანგზე თამაში. არგენტინის ნაკრებში, როდესაც მოედანზე ერთად გავედით, დიბალა მარცხნივ მოქმედებდა, მაგრამ მისთვის ეს ძნელია. გაცილებით ადვილია ორივესთვის მარჯვენა ფლანგზე თამაში. სიმართლე ისაა და ვიცი, რომ ჯერ არაფერია გარკვეული”, - თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, ხორხე სამპაოლიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დიბალასა და იკარდის მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებში მოხვედრა გაუჭირდებათ, მაგრამ შანსი ჯერ კიდევ აქვთ. ყველაფერს ალბათ, სეზონის ფინალური ნაწილი გაარკვევს...