ფეხბურთი

21:00 | 26.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი ნაკრებს დაუბრუნდა

სერხიო რამოსი, რომელსაც გუშინ მესამე შვილი შეეძინა, ესპანეთის ნაკრებს დაუბრუნდა და დღევანდელ ვარჯიში მონაწილეობა მიიღო.

შესაბამისად, 31 წლის მცველი ხვალინდელ ამხანაგურ მატჩს, რომელშიც “ფურია როხა” “ვანდა მეტროპოლიტანოზე” არგენტინის ნაკრებს უმასპინძლებს, სრულ მზადყოფნაში ხვდება.

“სერხიო მესამე შვილის დაბადების შემდგომ, გუნდს დაუბრუნდა. მისი პასუხისმგებლობა არის ფანტასტიკური, რადგან ის წავიდა ვაჟის დაბადების სანახავად და ძალიან მალე გუნდს დაუბრუნდა.

ხორხე სამპაოლი? მე ვიყავი მისი გუნდების დიდი გულშემატკივარი, როდესაც ჩილეს ნაკრებში და “სევილიაში” მუშაობდა, ხოლო ამჟამად იგივეს თქმა არგენტინის ნაკრებზე შემიძლია” – განაცხადა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ.

ცნობისთვის, ზემოხსენებული დაპირისპირება სამშაბათს საქართველოს დროით 22 საათზე დაიწყება, ხოლო კაპიტანი სერხიო რამოსი “ფურია როხას” მაისურით 150-ე შეხვედრას ჩაატარებს.

0.117562