“არსენალმა” ეგვიპტელ მოთამაშეს, მოჰამედ ელნენის ხელშეკრულება გაუხანგრძლივა. ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელი “ემირეითს სთედიუმზე” 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
ეგვიპტელი ჩამშლელი ნახევარმცველი “არსენალში” 2016 წლის ზამთარში 12.5 მილიონ ევროდ “ბაზელიდან” გადავიდა. მან ამ დროის განმავლობაში “მეთოფეების” მაისური 66-ჯერ მოირგო და 2 გოლი გაიტანა. მოჰამედმა მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ელნენი ეგვიპტის ნაკრებში 2011 წლიდან თამაშობს და 57 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.