ფეხბურთი

15:52 | 26.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მასიმო კარერა: “ანანიძე სათამაშოდ მზად იყო”

მოსკოვის “სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ ჯანო ანანიძისა და რომან ზობნინის შესახებ ისაუბრა, რომლებიც სანაკრებო მატჩების დროს დაშავნდნენ. როგორც იტალიელმა Sport-express-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, ანანიძე სათამაშოდ მზად იყო.

“სამწუხაროდ, ეს არის სიტუაციები, რომელთა გაკონტროლება არ შეგვიძლია. როგორც რომანი, ისე ჯანო კარგ ფიზიკურ კონდიციებში იყვნენ. ზობნინი თამაშობდა, ანანიძე კი ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა, მაგრამ ლიტვასთან სათამაშოდ მზად იყო. რა თქმა უნდა, მისი ფორმა არ იძლეოდა საშუალებას, რომ მინდორზე 90 წუთი დარჩენილიყო, მაგრამ ვიმეორებ, სათამაშოდ მზად იყო”, - განაცხადა კარერამ.

შეგახსენებთ, რომ იგივე განცხადება გააკეთა ვლადიმირ ვაისმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ კარერასთან საუბრის შემდეგ მიიღო ჯანოს ნაკრებში გამოძახების გადაწყვეტილება, რადგან იტალიელმა უთხრა, რომ მას თამაში შეეძლო. ჯანო ანანიძე ლიტვასთან მატჩში მძიმედ დაშავდა და 28 მარტს, ოპერაციას გაიკეთებს.

0.102931