ფეხბურთი

14:33 | 26.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე ოპერაციისთვის რომში მიემგზავრება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მუხლზე ოპერაციას ოთხშაბათს, 28 მარტს, იტალიის დედაქალაქ რომში გაიკეთებს. “სპარტაკის” ვებგვერდის ინფორმაციით, ანანიძე თბილისიდან რომში ხვალ გაემგზავრება და მას თან გაჰყვება “სახალხო გუნდის” მთავარი ექიმი მიხაილ ვარტაპეტოვი.

ჯანოს ქირურგიული ჩარევა “ვილა სტიუარტის” კლინიკაში ჩაუტარდება. მასთან ერთად რომის კლინიკას გიორგი ჯიქიაც ესტუმრება, რომელმაც ოპერაცია უკვე გაიკეთა, მაგრამ ამჯერად სამედიცინო კონტროლი უნდა გაიაროს.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძემ მუხლის ჯვარედინი იოგი ლიტვასთან მატჩში დაიზიანა. წინასწარი ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელი 6 თვე ვერ ითამაშებს.

0.132246