“ლაიპციგისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ტიმო ვერნერი, შესაძლოა, “ლივერპულის” ფეხბურთელი გახდეს. აღნიშნულ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
ვერნერის ხელშეკრულება “ლაიპციგთან” 2020 წლამდეა გათვლილი. აღსანიშნავია ისიც, რომ “ხარები” მის გაგრძელებას კიდევ 2 წლით გეგმავენ, თუმცა ინგლისური კლუბი დანებებას არ აპირებს და 22 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ჩამოდის.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა შემტევმა ყველა ტურნირის ჩათვლით 37 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ “წითლების” გარდა ვერნერს მადრიდის “რეალი” და “არსენალი” აკვირდება.“ბაიერნში” კი ლევანდოვსკის შემცვლელად მოიაზრებენ.