ფეხბურთი

12:05 | 26.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ესტონეთთან მატჩანდე ღია ვარჯიშს გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს. ლიტვასთან (4:0) გამარჯვების შემდეგ, 25 მარტს საქართველოს ნაკრებმა არასრული ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში ის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ,რომლებსაც არ უთამაშიათ ან ლიტვასთან არასრული მატჩი ჩაატარეს. სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელებს აღდგენითი ვარჯიში ჰქონდათ. ესტონეთთან მატჩს ჯანო ანანიძე ტრავმის გამო გამოაკლდა. ნახევარმცველს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება აქვს და ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს ვერ შეძლებს ფეხბურთელი მოედანზე გასვლას.

26 მარტს, 17 საათზე, საქართველოს ნაკრები თბილისში მდებარე ს.კ. „ზესტაფონის“ ბაზაზე ესტონეთთან მატჩის მზადების ფარგლებში ღია ვარჯიშს გამართავს. მედიის წარმომადგენლები საწვრთნელი პროცესის გადაღებას საწყისი 15 წუთის განმავლობაში შეძლებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა,ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი),

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

საქართველო-ესტონეთის შეხვედრა 27 მარტს, 19 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120329