კალათბურთი

10:56 | 26.03.2018 | ნანახია 1522 - ჯერ

ზაზას 6 ქულა და მარცხი “იუტასთან”

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” შინ “იუტასთან” 91:110 დამარცხდა. ზაზა პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა და 11 წუთი ითამაშა. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 6 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. ფაჩულიამ 6-დან სამი ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “გოლდენ სტეიტის” მარცხი ლიდერების, კარის, ტომპსონის, დურანტის და გრინის არყოფნითაა პირველ რიგში გამოწვეული. ოთხივე კალათბურთელი ტრავმირებულია.

მატჩში ყველაზე მეტი 21 ქულა მიტჩელმა ჩააგდო, “გოლდენ სტეიტში” კუკი 17 ქულით გამოირჩა.

მომდევნო მატჩში “მეომრები” შინ “ინდიანას” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 28 მარტს თბილსის დროით 06:30 საათზეა ჩანიშნული.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:14 | 26.03.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

1,2 ჰქონდა იუტას კუში მოგებაზე მართლა თავისი ცოლის დაქალები გაამწესა კერიმ "გოლდენ სტეიტის" ძირითადში

15:21 | 26.03.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

1.6 ქონდა იუტას მოგებაზე სადღაც 5 საათზე საღამოს და დავდე ნაკლებიც და იუტას მოგებაც უეჭველად დასაწერი იყო

13:07 | 26.03.2018
Beka-1991 (596)

რაღა დავმალო და გამიხარდა იუტას მოგება. გოლდენი მყარადაა მეორე ადგილზე და ვერც წინ წაიწევა და ვერც უკან. იუტას კი სასიცოცხლოდ ჭირდებოდა მოგება. ხოცვა-ჟღლეტაა ნამდვილი დასავლეთ კონფერენციაში და რეგურალურის ბოლომდე ასე იქნება. მინესოტა, რომელსაც ოთხეულში მოვიაზრებდით შეიძლება ვაბშე გარეთ დარჩეს. დენვერთან ორი თამაში დარჩენილი აქ და პლიუს იუტასთან. დალშე კი ყავს შედარებით ბულკები, მარა ეს სამი თამაში თუ წააგო არაა გამორიცხული ვეღარ ვიხილოთ ფლეიოფში, რაც ძაან არ მინდა.
დენვერს უფრო ძლიერი მეტოქეები ყავს დარჩენილი, მაგრამ აღმოსავლეთის გუნდებს ვისაც ხვდება ყველას გარანტირებული აქ ფლეიოფები და არც შეაკლავენ ალბათ თავს.
იუტას დენვერთან შედარებით უფრო კარგი კალენდარი აქვს და მაგიტო ვფიქრობ რომ უნდა მოახერხოს 8გუნდში შეძრომა
ნიუორლეანი და სან ანტონია ბოლო ტურში კაკკრას ერთმანეთს ხვდებიან და იმედია მანამდე მოყომარებული ექნებათ გასვლის საკითხი. ოკლაჰომა კიდე გამორიცხულია რომ ვერ გავიდეს ფლეიოფში.

13:30 | 26.03.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დენვერს რთული კალენდარი აქვს მინესოტას მარტივი დონითაც მიუხედავად იმისა რო ბატლერს ტრავმა აქ ჯერჯერობით მინესოტა მაინც უფრო მაღალი კლასის გუნდია.ასე რომ მე8 ადგილისთვის დენვერი იუტა და კლიპერსი იბრძოლებენ იუტა ფავორიტია.მეშვიდე მეექვსე მეხუთე მეოთხე ადგილები სან ანტონიომ ოკლაჰომამ მინესოტამ და ნიუნორლეანმა უნდა გაუნაწილოს.მესამე ადგილისთვის პორტლენდს კი მოუწევს ბრძოლა მაგრამ მგონია რო ხელიდან აღარ გაუშვებს.დანარჩენ ქვევით ჩამოთვლილთაგან ყველაზე იოლი თამაშები მინესოტას აქ დარჩენილი შესაბამისად შეეცდება მარტო ფლეიოფში კი არ შევიდეს ეცდება თავი დააღწიოს ჰიუსტონი გოლდენს დანარჩენთან მინესოტა ყველასთან მშვენიერი შანსი ექნება ბატლერი ბრუნდება.ოკლაჰომას და სან ანტონიოს გაცილებით რთული კალენდარი აქვთ მაგრამ ნიუ ორლეანი მათზე შედარებით სუსტი გუნდია მე მინდა მეშვიდეზე სან ანტონიო ან ოკლაჰომა გავიდეს რო გოლდენს დაეჰახოს დდდდდ კარი ფლეიოფის პირველ რაუნდს ტოვებსო დდდდდდდდ

13:11 | 27.03.2018
Beka-1991 (596)

მემფისთან რო წააგებ რა გინდა პლეიოფში. დენვერმაც წააგო მარა ფილასთან და ეპატიება.

14:22 | 27.03.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

გუშინ რამდენი ვწერე მინესოტაზე და მემფისთან წააგეს ტიპებმა დდდდდ

14:55 | 27.03.2018
Beka-1991 (596)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

14:56 | 27.03.2018
Beka-1991 (596)

აუ ამის დაბლოკვებმა ხო გააჭირა საქმე

14:56 | 27.03.2018
Beka-1991 (596)

მაინდამაინც დენვერთან და მინესოტასთან ააუუდდგგაათთქქო

15:22 | 27.03.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მინესოტა მაინც გავა ფლეიოფში შანსი არაა რო ვრრ შევიდეს

0.127014