ფეხბურთი

23:15 | 25.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვასილკოვი ანანიძის ტრავმაზე: "არაა გამორცხული "სპარტაკის" სამედიცინო შტაბი არასწორად მუშაობდეს"
"ჯანო 5-6 თვეში დაბრუნდება"

რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილმა ექიმმა იური ვასილკოვმა გამოცემა Sport-express.ru-ს საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომელიც ძირითადად ჯანო ანანიძის ტრავმას დაეთმო.

ვასილკოვმა არ გამორიცხა, რომ მუხლის ჯვარედინი იოგის ხშირი ტრავმები კლუბებში სამედიცინო შტაბის არასწორი მუშაობით იყოს გამოწვეული.

- ოფიციალურ დიაგნოზი: ჯვარედინი იოგის დაზიანება – როდის დაბრუნდება ჯანო?

- ოპერაციიდან 5.5 თვის შემდეგ თუ პრობლემები არ წარმოიშვა და სარეაბილიტაციო პერიოდს გართულება არ მოჰყვა. ვფიქრობ, 6 თვეში თამაშს მოახერხებს. ანანიძე უიღბლო ბიჭია.

- რა არის ანანიძის შემთხვევაში არასწორი?

- ძალიან რთულია იმის თქმა, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. უნდა შევისწავლოთ. დაწყებული ფეხიდან, დასრულებული გონებამდე. შესაძლოა, კუნთების სიძლიერე საკმარისი არაა. “სპარტაკში” ასეთი ტრავმა ბევრს აქვს, მიუხედავად ამისა, ამისგან თავს ვერ დავიზღვევთ.

- რატომ?

- სპორტი უფრო სწრაფი გახდა, მოთხოვნადი. ზოგჯერ სასტიკიც. ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი გახდა. შეხედეთ ზობნინს – განიკურნა, ყველაფერი კარგად იყო, თამაშობდა და ისევ ახლა ტრავმა მიიღო. ვფიქრობ, მსგავს სიტუაციასთან გვაქვს საქმე. 22 კვირა და ჯანმრთელი იქნება. სრულიად “სპარტაკს” და პირადად ანანიძეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

- რატომ არის ამ ტრავმების ეპიდემია რუსეთში?

- მცველები თავდამსხმელებს უხეშად აჩერებენ, ინგლისურ სტილში. ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ. შესაძლოა, ამ დროს მსაჯმა ჯარიმაც არ დანიშნოს. ასევე, რთული სათქმელია, როგორ მუშაობენ კლუბებში ფიზიოთერაპიის მხრივ. შესაძლოა, ფეხბურთელები ზედმეტად იტვირთებიან, ან პირიქით. ამის გაკონტროლება რთულია.

- არ გამორიცხავთ, რომ ტრავმები გამოწვეული იყოს კლუბის სამედიცინო შტაბის არასწორი მუშაობით?

- არ გამოვრიცხავ. იმიტომ, რომ ადრე ჯვარედინი იოგის ტრავმები სეზონში ერთხელ იყო, ახლა კი ოთხი-ხუთია. ეს არაა კარგი.

0.11564