ფეხბურთი

20:45 | 25.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელმა "ბაიერნს" "არსენალი" ამჯობინა

ტომას ტუხელმა მიუნხენის “ბაიერნის” გაწვრთნა იუარა და ამის მიზეზი ლონდონის “არსენალში” მუშაობაა. გერმანული მედიის და კერძოდ, Kicker-ის ცნობით, “რეკორდმაიტერის” ხელმძღვანელობა ტუხელთან მოლაპარაკებების დაწყებას ლამობდნენ, მაგრამ გერმანელმა სპეციალისტმა წინადადებაზე უარი განაცხადა.

როგორც ირკვევა, ტუხელი არსენ ვენგერის შესაძლო მემკვიდრედ განიხილება. ბრიტანული მედია დარწმუნებით იტყობინება, რომ “დორტმუნდის” ექსთავკაცი დამდეგ ზაფხულს “არსენალის” მესაჭე გახდება.

შეგახსენებთ, ტომას ტუხელი ბოლოს დორტმუნდის “ბორუსიაში” მუშაობდა, რომელიც 2017 წლის მაისში დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108879