ფეხბურთი

19:21 | 25.03.2018 | ნანახია NaN - ჯერ

სალაჰი "ლივერპულთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების შემტევი მოჰამედ სალაჰი მადრიდის "რეალის" ნებისმიერ შემოთავაზებაზე უარს იტყვის და "ლივერპულთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს. როგორც The Sunday Mirror-ი იუწყება, აფრიკელი მოთამაშე ახალი ხელშეკრულების მიხედვით ხელფასი 80,000 გირვანქა სტერლინგით გაეზრდება და კვირაში 200,000 ექნება.

"მერსისაიდელთა" ხელმძღვანელობა ფეხბურთელის ასპარეზობით კმაყოფილია. სალაჰი "ლივერპულს" მიმდინარე სეზონის დაწყებამდე შეუერთდა და მას შემდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 41 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. პრემიერლიგაში მოჰამედმა 30 მატჩში თავი 28-ჯერ გამოიჩინა და ინგლისის ჩემპიონატის ერთპიროვნული ბომბარდირია. ინგლისში დაბრუნების დროს ეგვიპტელის სატრანსფერო ღირებულება 35მილიონი ევრო იყო, ახლა კი 80 მილიონ ევროს შეადგენს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:27 | 07.03.2024
qomagi (1575)

ეჰ ყენო, რა იმედი ჰქონდა შენი სრულიად საქართველოს.

0.074791