ფეხბურთი

14:33 | 25.03.2018 | ნანახია 2982 - ჯერ

ჯანოს ოპერაცია ჩაუტარდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების და მოსკოვის "სპარტაკის" შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ლიტვასთან ამხანაგურ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო და ოპერაცია ჩაუტარდება. როგორც რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი დაიზიანა და ქირურგიული ჩარევაა საჭირო. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის მთავარ ექიმს მიხეილ ვართაპეტოვს "ჯვარონების" სამედიცინო შტაბმა მიაწოდა.

ასევე, რუსეთის ეროვნული ნაკრების და "სპარტაკის" ყოფილმა ექიმმმა იური ვასილკოვმა განაცხადა, რომ ასეთი ტრავმის სარეაბილიტაციო პერიოდი ნახევარ წელიწადამდე გრძელდება და რუსეთში ფეხბურთელების ხშირი ტრავმიანობა კლუბის ექიმებს დააბრალა.

ჯანო რომ ტრავმებითაა გაწამებული ეს ახალი ინფორმაცია არაა. მიმდინარე სეზონში სწორედ კოჭის დაზიანების გამო ბევრი შეხვედრა გამოტოვა და მხოლოდ რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა, მოედანზე კი საშუალოდ 39 წუთს ატარებდა.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:59 | 26.03.2018
ogafa (10211)

დიდი დროა მაგრმ რას იზამ

22:21 | 25.03.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

რა ნახევარი წელი

19:35 | 25.03.2018
BEERTRANCE (97819)

მჭედლიძეს დაეწევა ტრავმიანობით.

19:10 | 25.03.2018
sabonis (9584)

ეჰ მჭედლიძის არ იყოს ამის იმედიც აღარაა და დიდი ალბათობით არც ოქროს

16:31 | 25.03.2018
Mr_gr (1404)

სუსტია ძაან ვაის ევასება თორემ არ არის სათამაშო

16:02 | 25.03.2018
aulol besoi (1291)

კაროჩე რა...

15:31 | 25.03.2018
lagashi (6738)

ჩვენებმა რუსებს აცნობეს და ჩვენ რუსებისგან მივიღეთ ინფორმაცია

16:03 | 25.03.2018
aulol besoi (1291)

ეს საქართველოა...დდ

16:13 | 25.03.2018
lagashi (6738)

მოისმინე? თბილისში უპატრონოთა სასაფლაოს მიმდებარედ ძაღლი ჭამდა ადამიანის ფეხს

17:32 | 25.03.2018
aulol besoi (1291)

არ გამიგია, მაგარი საზიზღრობაა

14:39 | 25.03.2018
O. Mertskhali (8101)

ვახ, ჩემი...

14:38 | 25.03.2018
Oto. (4710)

ნახევარი წელიო,დიდი დროა,ძაან ცოდოა.

0.131719