ფეხბურთი

14:58 | 25.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესის ესპანეთთან თამაშის იმედი აქვს

არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" შემტევმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ნორმალურად ვარჯიშობს და მომავალ ესპანეთთნ გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში თამაში უნდა.

მესიმ არგენტინის და იტალიის შეხვედრა მყესის დაჭიმვის გამო გამოტოვა.

"ნორმალურად ვივარჯიშე და ტრავმა არ მიგრძვნია, თუმცა დისკომფორტს მაინც განვიცდი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედოთ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და თამაში ნამდვილად მინდა." - ციტირებს მესის სიტყვებს TyC Sports-ი.

არგენტინის და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს მადრიდში 27 მარტს დაუპირისპირდებიან, შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

0.119555