ფეხბურთი

13:30 | 25.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში 200 მილიონ გირვანქა სტერლინგს დახარჯავს

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა შემადგენლობის გასაძლიერებლად და ტურნირებზე წარმატების მისაღწევად 200 მილიონ გირვანქა სტერლინგს დახარჯავს. აღნიშნული ინფორმაცია Mirror-მა გაავრცელა.

"წითელი ეშმაკების" თავკაც ჟოზე მოირინოს მადრიდის "რეალიდან" ტონი კროოსის და რაფაელ ვარანის დამატება სურს, "იუვენტუსიდან" - ალექს სანდროსი, ხოლო პსჟ-დან - მარკო ვერატის და მარკინიოსის. ასევე ცნობილია, რომ პორტუგალიელი პოლ პოგბას ასპარეზობით უკმაყოფილოა და ნახევარდაცვის გაძლიერება კატეგორიუად მოითხოვა.

ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია ინგლისურ კლუბის სამომავლო გეგმების შესახებ უცნობია და ინგლისური მედია მხოლოდ ვარაუდების დონეზე საუბრობს.

0.157766