ფეხბურთი

2:52 | 25.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

იტალიას ახალი მწვრთნელი 20 მაისს ეყოლება, ფავორიტი დი ბიაჯოა...

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის კომისარი ალესანდრო კოსტაკურტა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის შესახებ საუბრობს. როგორც “მილანის” ყოფილმა მცველმა განაცხადა, მისი ვინაობა ცნობილი 20 მაისს გახდება.

როგორც “ბილის” საუბრიდან გაირკვა, სავსებით შესაძლებელია, რომ “სკუადრა აძურა” ლუიჯი დი ბიაჯომ გრძელვადიანად ჩაიბაროს...

“ახალი მწვრთნელის ვინაობას 20 მაისს დავასახელებთ. ბევრი კანდიდატი ნამდვილად არ გვყავს. შესაძლოა, ეს იყოს დი ბიაჯო, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ფეხბურთელებს და წლიდან წლამდე პროგრესირებს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ მომავალი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავებს.

არ ვფიქრობ, რომ არგენტინასთან მარცხი დი ბიაჯოს ბრალია. ასეთ მოკლე დროში გვარდიოლა და მოურინიოც ვერ გახდებოდნენ ვერაფერს”, - განაცხადა კოსტაკურტამ.

შეგახსენებთ, “სკუადრა აძურას” ამჟამად ლუიჯი დი ბიაჯო ხელმძღვანელობს. სავარაუდო კანდიდატებში რობერტო მანჩინი, ანტონიო კონტე, კარლო ანჩელოტი და კლაუდიო რანიერი ფიგურირებენ.

0.116934