ფეხბურთი

1:10 | 25.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე: "ესტონეთისთვის ენერგია დავზოგეთ"

საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ ლიტვასთან (4:0) მატჩი შეაფასა. “ხიმნასტიკის” ფეხბურთელის განცხადებით, გუნდმა ფიზიკური ძალა ესტონეთთან მატჩისთვის შეინახა.

“პირველ რიგში კარგი თამაშის ხარისხზე იყო აქცენტი გაკეთებული და ვფიქრობ, გამოგვივიდა კიდეც პირველ ტაიმში. მეორე ნახევარში კი, ძალები შევინახეთ ესტონეთისთვის, რადგან 3 დღეა დარჩენილი და ეს ძალიან ცოტა დროა. ამ მატჩისთვის ფიზიკურად მზად უნდა ვიყოთ”, - განაცხადა კაკაბაძემ.

საქართველოსა და ესტონეთის მატჩი 27 მარტს, 19:00 საათზე გაიმართება.

0.152113