ფეხბურთი

1:01 | 25.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ძალიან მაღალი ხარისხის თამაში იყო"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ლიტვასთან (4:0) მოგებული შეხვედრა შეაფასა. მისი თქმით, მეტოქესთან შედარებით ორი თავით მაღლა იდგნენ და ყველა კმაყოფილი უნდა იყოს შედეგით.

“ხარისხი ძალიან მაღალი იყო და ალბათ, ორი თავით მაღლა ვიდეგით მეტოქეზე. პირველი ტაიმი ძალიან სასიამოვნო საყურებელი და სათამაშო იყო. მთელი თამაში ვდომინირებდით, ბურთსაც ფლობდით და ალბათ, ყველა კმაყოფილი დარჩა. მეორე ტაიმში უკვე მატჩი დამთავრებული იყო, 4 გოლი გავიტანეთ, გოლი არ გაგვიშვია, რაც ძალიან კარგია. სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმაც თავი გამოიჩინეს. დიახ, სათამაშო პრატიკა ფეხბურთელებს ყველა რგოლში გვაქვს, რაც გამოჩნდა და ფიზიკურად კარგად ვიყავით მზად”, - განაცხადა კაშიამ.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 27 მარტს, ესტონეთთან თბილისში გამართავს.

0.120061