ფეხბურთი

0:47 | 25.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია: "გამარჯვება ერთიანობამ განაპირობა"

საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია ლიტვასთან მატჩით კმაყოფილი დარჩა. გიორგის განცხადებით, გამარჯვება ერთიანობამ განაპირობა.

“ვხედავთ, როგორი გახარებულია გულშემატკივარი... კმაყოფილი ვარ გუნდის და ჩემი თამაშით. ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები ერთ მუშტადაა შეკრული და ამიტომაც მოვახერხეთ გამარჯვება. ესტონეთთანაც ასევე ვითამაშებთ და უნდა გავიმარჯვოთ”, - თქვა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ლიტვა 4:0 გაანადგურა. მომდევნო მატჩს კი, 27 მარტს, ესტონეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122155