ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე გერმანიასთან მოახლოებული მატჩის შესახებ საუბრობს. ტიტეს “ბუნდესნაკრებთან” 2014 წლის მუნდიალის ნახევარფინალი შეახსენეს, მაგრამ “პენტაკამპეონელთა” თავკაცს წარსული არ აღელვებს.
“1:7 – ეს ბოლო მატჩია. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა ვითამაშოთ გერმანიასთან ბერლინში, მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონთან, რომელთანაც 7:1 დაგვამარცხეს, მაგრამ ეს წარსულია.
ჩვენ გუნდის შენების პროცესში ვართ და ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გვინდა, რომ გერმანიასთან კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ, რომელიც გაამყარებს ჩვენს გეგმებს”, - განაცხადა ტიტემ.
გერმანიისა და ბრაზილიის ნაკრებთა მატჩი 27 მარტს გაიმართება. იქამდე კი, “ბუნდესნაკრებმა” ესპანეთთან ფრე ითამაშა (1:1), ხოლო ბრაზილიამ რუსეთი 3:0 დაამარცხა.