ფეხბურთი

17:04 | 24.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესის ისტორიული შედეგი (+VIDEO)

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი ურუგვაის ნაკრების ისტორიაში შევიდა. ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც “სელესტეს” რიგებში 50 გოლის გატანა შეძლო.

სუარესმა ისტორიულ ნიშნულს ჩეხეთთან (2:0) ამხანაგურ მატჩში გატანილი გოლით უწია. ბუნებრივია, რომ ლუისი მშობლიური ეროვნული ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს.

მეორე ადგილზე კი ედინსონ კავანია, რომლის აქტივში 41 გოლია, ხოლო მესამე პოზიციაზე კიდევ ერთი გამორჩეული ურუგვაელი, დიეგო ფორლანი იმყოფება 36 გოლი.

აქვე, ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ სპეციალური ვიდეო დაამზადა, რომელშიც სუარესის ყველა სანაკრებო გოლია ასახული.

0.117018