ფეხბურთი

13:53 | 24.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ ახალ რეკორდს უმიზნებს

მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ახალ რეკორდს უმიზნებს. ამჯერად პორტუგალიალს ფერენც პუშკაშის სანაკრებო რეკორდის დამხობა სურს.

უნგრელ მოთამაშესა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ლეგენდას 85 მატჩში 84 გოლი აქვს გატანილი, რონალდო კი მას მხოლოდ 3 გოლით ჩამორჩება.

33 წლის მოთამაშემ ჯერ კიდევ წლების წინ გადაასწრო უნგრელს, საკლუბო დონეზე გატანილი გოლების რაოდენობით, როდესაც “სამეფო კლუბის” მაისურით 243 გოლს მოუყარა თავი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შედეგის მისაღწევად რონალდუს 24 მატჩითა და 3 სეზონით ნაკლები დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ეგვიპტეს 2:1 სძლია. აღნიშნულ მატჩში დუბლის ავტორი მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ გახდა.

0.119394