საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მსაჯ ტონი შაპრონის დისკვალიფიკაციის ვადა გაზარდა. L'Equipe-ს ცნობით, შაპრონს სასჯელის მოხდა 8 თვის განმავლობაში მოუწევს და აქედან 2 თვე პირობითი დისკვალიფიკაციის ვადა იქნება.
იქედან გამოდმინარე, რომ გამოცდილი არბიტრი სეზონის ბოლოს მსაჯობას თავს ანებებდა, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი კარიერა დასრულებულია.
ტონი შაპრონის მკაცრი სასჯელის მიზეზი კი, მიმდინარე წლის იანვარში, პსჟ - "ნანტის" შეხვედრაში დიეგო კარლოშის წაქცევა გახდა, რასაც მაშინ დიდი სკანდალი მოჰყვა.