ფეხბურთი

21:05 | 23.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: იბრაჰიმოვიჩი "ლოს ანჯელეს გალაქსიში" გადავიდა

შვედეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ლოს ანჯელეს გალაქსის" ფეხბურთელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. ჯერჯერობით MLS-ის კლუბს კონტრაქტის დეტალები არ გაუსაჯაროებია.

ზლატანმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი 22 მარტს გაწყვიტა. იბრაჰიმოვიჩი წლების განმავლობაში "მალმიოს", "აიაქსის", "იუვენტუსის", "ინტერის", "ბარსელონას", "მილანის" და პსჟ-ს ღირსებას იცავდა. შვედმა საკლუბო დონეზე ჩატარებულ 730 მატჩში 421 გოლი გაიტანა, ხოლო ეროვნულ ნაკრების მაისურით გამართულ 116 დაპირისპირებაში თავი 62-ჯერ გამოიჩინა.

0.118876