საქართველოს ჩემპიონატის ლიდერმა, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა სეზონში პირველი მატჩი წააგო - სახელბურთო კლუბ ქუთაისთან 25-26 დამარცხდა ტყიბულის სპორტის სასახლეში. შედეგად, პოტენციური ლიდერი გახდა შარშანდელი ჩემპიონი, თელავის იმედი, რომელიც აღმოსავლეთის ოთხეულში სამივე მატჩის მოგების შემთხვევაში, პირველ ადგილზე გადავა.
ეს ქუთაის-ბათუმის მესამე მატჩი იყო ამ სეზონში. ქუთაისში პირველი წრის თამაში ფრედ, 25-25 დასრულდა, ზესტაფონში კი ბათუმმა მოიგო, 29-27. პირადი ბალანსის თანაფარდობის მიუხედავად, ქუთაისი ბათუმს მაინც ჩამორჩება 3 ქულით, რადგანაც თელავთან ორჯერ წააგო, ხოლო ბათუმელებმა ჩემპიონს 3 ქულა აართვეს.
პირველი ტაიმის დასაწყისში ბათუმი 3 ბურთით იყო წინ, მაგრამ ტაიმი ქუთაისმა მოიგო - 17-13. შესვენების შემდეგ ბათუმელთა დევნა შედეგიანად დასრულდა - დასრულებამდე 5 წუთით ადრე ანგარიში 24-24 გახდა. ქუთაისი ისევ დააწინაურა ილია გოგალაძემ, მაგრამ ლევან ბერძენიშვილმა სწრაფი გარღვევის შემდეგ გაათანაბრა, 25-25. შეხვედრის ბოლო გოლი ქუთაისის მხრიდან უჩა გამზარდიამ შეაგდო, ბოლო ეპიზოდის გმირი კი მათივე მეკარე, კორნელი ანდრიაძე გახდა - ერთ შეტევაში მან ჯერ ირაკლის გოგოლაძის დატყმული მოიგერია კუთხიდან, შემდეგ კი ჯაბა ხაჟომიას აუღო 6 მეტრიდან. ბოლო შეტევაში ალექსანდრე ბოყოჩაძემ თავის გუნდს წუთშესვენება შეაშველა და დარჩენილ 15 წამში ქუთაისმა მოგება შეინარჩუნა, 26-25.
სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა სამტრედიის გუნდმა, რომელმაც 30-29 მოუგო წყალტუბოს პრომეთეს. 27-29 მაისს მე-15-17 თამაშებს გამართავს აღმოსავლეთ საქართველოს ოთხი გუნდი. ამის შემდეგ, 17-20 აპრილს, საერთო, რვაგუნდიანი ტურია თბილისში და რეგულარული სეზონიც დასრულდება. მაისში 4 საუკეთესო გუნდი საქართველო ჩემპიონს გამოავლენს.
ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი:
https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა
მესამე წრე. დასავლეთი. 15-17 მატჩები. ტყიბულის სპორტის სასახლე
23 მარტი. წყალტუბო - სამტრედია 29-30
წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე - ხელაძე 15, ჯიმშელეიშვილი 6, შვანგირაძე 3, მეტონიძე 2, მ. გველესიანი 1, გელა გველესიანი 1, კახაია 1, დარსაველიძე, ნიჟარაძე
სამ: შველიძე - ძნელაძე 10, გაგუა 10, ხელისუფალი 4, ადამია 3, თევზაძე 2, ხონელიძე 1, მანაგაძე, ნადირაძე
მსაჯები: თამაზ კევლიშვილი - ნიკა კევლიშვილი
ქუთაისი - BSB ბათუმი 26-25
ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე - რუსტამოვი 7, გამზარდია 4, კბილაშვილი 4, გოგალაძე 4, სიმონია 4, ფერაძე 3, მერკვილაძე, გრიშიკაშვილი, ჭელიძე, კობახიძე, მათნაძე,
ბათ: ტორონჯაძე, ცერცვაძე - გოგოლაძე 6, აბრამიშვილი 5, ბულბულაშვილი 4, თევზაძე 4, ხაჟომია 3, სტურუა 2, ბერძენიშვილი 1, სურმავა, წივწივაძე, ყაველაშვილი, ქარდავა
მსაჯები: რუსლან პერეპელიცა - ვალერი როჟკოვ (უკრ)
დელეგატები: ლევან გელაშვილი, ვახტანგ ბერიაშვილი
-------------------------თ---მ---ფ---წ-------ბ--------ქ
BSB ბათუმი--------17--14—2—1--631-474--30
ქუთაისი------------17--13—1—3--623-488--27
იმედი თელავი----14--12—1—1--471-385--25
პეგასი---------------14—8—0—6--522-481--16
გორი----------------14—6—0—8--475-524--12
სტუ-ქარიშხალა---14—4—0--10--427-440---8
წყალტუბო---------17—2—0--15--487-644---4
სამტრედია---------17—1—0--16--443-643--2
თბილისი, 27-29 მარტი: მესამე წრე, აღმოსავლეთის ტური, მე-15-17 მატჩები
17-20 აპრილი: მესამე წრე, საერთო ტური, მე-18-21 მატჩები
ფინალური ოთხეული: 8 მაისი: ნახევარფინალი 9 მაისი: ფინალი







