ფეხბურთი

21:12 | 22.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

სამპაოლის მუნდიალზე დიბალა და იკარდი არ სჭირდება

ითამაშებენ თუ არა პაულო დიბალა და მაურო იკარდი მსოფლიოს ჩემპიონატზე? – ეს კითხვა არგენტინის ნაკრების ყველა ქომაგს აწუხებს. ხორხე სამპაოლი დიდად არც ერთს სწყალობს და არც – მეორეს.

დღეს, “ალბისელესტეს” დამრიგებელმა ორივეს შესახებ ისაუბრა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იკარდის და დიბალას მუნდიალის ყურება ტურისტების რანგში მოუწევთ...

“ვფიქრობდი, რომ დიბალა არგენტინის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ შემდეგ გარკვეული პრობლემა წარმოიშვა. ან ჩვენ არ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ მისი საუკეთესო თვისებები, ან მან არ იცის, როგორ უნდა ადაპტირება ჩვენს საფეხბურთო იდეასთან, რომელიც სრულიად განსხვავდება “იუვენტუსის” სათამაშო ფილოსოფიასთან. პაულოს ყოველთვის ვიძახებდი აქამდე, ვნახოთ, რა იქნება უკეთესი.

იკარდის სიტუაციაც დიბალას მსგავსია – მისი შედეგები “ინტერში” და არგენტინაში სხვადასხვაა. სავარაუდოდ, უნდა ვიმუშაოთ, რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ სიტუაცია, მაგრამ ამისთვის დიდი დროა საჭირო, მუნდიალამდე კი დრო ძალიან ცოტაა, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. არ გამოვრიცხავ, რომ ის გამოვიძახო, ისევე როგორც დიბალა, მაგრამ, როგორც მწვრთნელმა ფოკუსირება უნდა მოვახდინო ჩემს სამუშაოზე, რომ არგენტინამ მაქსიმუმი მიიღოს”, - აღნიშნა სამპაოლიმ.

შეგახსენებთ, არგენტინელმა სპეციალისტმა დიბალა და იკარდი მოახლოებული სანაკრები მატჩებისთვის არ გამოიძახა. მსოფლიოს ჩემპიონატამდე კი, შესაძლოა სიტუაცია აღარც შეიცვალოს და 2018 წლის მუნდიალმა “იუვენტუსისა” და “ინტერის” ლიდერების გარეშე ჩაიაროს.

აქვე გეტყვით, რომ პაულო დიბალამ არგენტინის ნაკრებში დღემდე 12-ჯერ ითამაშა, ხოლო მაურო იკარდიმ 4-ჯერ და გოლი არცერთს არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068181