ფეხბურთი

22:10 | 22.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რასინგმა" დაადასტურა: მარტინესი "ინტერის" ფეხბურთელი გახდება

არგენტინული "რასინგის" ცენტრალური თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი ზაფხულში მილანის "ინტერის" ფეხბურთელი გახდება. აღნიშნული ინფორმაცია Radio Continental-თან საიბრისას, სამხრეთამერიკული კლუბის პრეზიდენტმა და მოთამაშის აგენტმა დაადასტურეს.

თავად 20 წლის მარტინესმაც Sportia-თან საუბრისას დაადასტურა, რომ ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და მხარეებს შორის დეტალები თანხმდება. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელი იტალიელებმა 25 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს, ხოლო როდესაც თავდამსხმელი "ნერაძურის" მოთამაშე გახდება, მისი გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევრო იქნება.

მარტინესი "რასინგის" ახალგაზრდული გუნდიდან მთავარ გუნდს 2015 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 46 მატჩში 21 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებში ლაუტარომ 11 შეხვედრაში თავი შვიდჯერ გამოიჩინა, ხოლო ეროვნულ გუნდში მიწვევა 12 მარტს მიიღო და შესაძლოა მარტის თვეში გასამართ ამხანაგურმატჩებში "ალბისელესტეს" რიგებში დებიუტიც ჰქონდეს.

0.061694