საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 37-25 დაამარცხა წყალტუბო, ხოლო ხელბურთის კლუბმა ქუთაისმა 43-32 მოუგო სამტრედიას. პარასკევს, 15 საათზე, ლიდერთა ჯგუფის ორი წარმომადგენელი ამ სეზონში მესამედ შეხვდება ერთმანეთს, ამჯერად - ტყიბულის სპორტის სასახლეში. ხვალვე წყალტუბო-სამტრედიის მატჩია.
ბათუმ-წყალტუბოს თამაშის დასაწყისში ზედიზედ რამდენიმე დარტყმა მოიგერია წყალტუბოელმა მეკარემ, სილაგაძემ, შედეგად, მისი გუნდი ერთი ხანობა 3 ბურთითაც იგებდა და შესვენებაზეც წინ იყო - 15-14, მაგრამ დაიწყო მეორე ნახევარი, ლიდერმა ზედიზედ რვაჯერ გაიტანა და ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა - 22-15, საბოლოოდ კი, 37-25.
ქუთაისი, ბათუმისგან განსხვავებით, თავიდან მაქსიმალური მობილიზაციით ეთამაშა აუტსაიდერ სამტრედიას, 13-0 და 18-1 იყო წინ, ტაიმი 23-9 მოიგო, შესვენების შემდეგ კი პირიქით, ძალა მეორე დღისთვის დაზოგა, მეტოქეს მეორე ტაიმის მოგების საშუალებაც მისცა და თერთმეტბურთიან სხვაობას დასჯერდა - 43-32, ხოლო ქუთაისელთა დებიუტანტებმა, ტყუპმა ძმებმა იმნაძეებმა, ჯამში 12 გოლი გაიტანეს.
ტყიბულის ტური პარასკევს დასრულდება, 27 მაისს კი საქმეში აღმოსავლეთ საქართველოს ოთხეული ჩაებმება. სამწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი მაისში საქართველო ჩემპიონს გამოავლენს.
ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი:
https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა
მესამე წრე. დასავლეთი. 15-17 მატჩები. ტყიბულის სპორტის სასახლე
22 მარტი. BSB ბათუმი - წყალტუბო 37-25
ბათ: ტორონჯაძე, ცერცვაძე - სურმავა 7, ბულბულაშვილი 6, გოგოლაძე 5, სტურუა 5, თევზაძე 4, ქარდავა 4, ხაჟომია 2, მჟავანაძე 2, წივწივაძე 1, თურმანიძე 1, ყაველაშვილი
წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე - ხელაძე 9, ჯიმშელეიშვილი 8, მ. გველესიანი 5, დარსაველიძე 1, გელა გველესიანი 1, მეტონიძე 1, შვანგირაძე, ნიჟარაძე, კახაია
მსაჯები: რუსლან პერეპელიცა - ვალერი როჟკოვ (უკრ)
ქუთაისი - სამტრედია 43-32
ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე - რუსტამოვი 11, ლ. იმნაძე 7, ლომიძე 6, ჯ. იმნაძე 5, მათნაძე 4, ფერაძე 3, კბილაშვილი 2, ჭელიძე 2, გამზარდია 2, სიმონია 1, კობახიძე,
სამ: შველიძე - გაგუა 18, ძნელაძე 7, ხელისუფალი 3, ადამია 2, დ. თევზაძე 1, მანაგაძე 1, ნადირაძე
მსაჯები: თამაზ კევლიშვილი - ნიკოლოზ კევლიშვილი
დელეგატები: ლევან გელაშვილი, ვახტანგ ბერიაშვილი
-------------------------თ---მ---ფ---წ-------ბ--------ქ
BSB ბათუმი--------16--14—2—0--606-448--30
იმედი თელავი----14--12—1—1--471-385--25
ქუთაისი------------16--12—1—3--597-463--25
პეგასი---------------14—8—0—6--522-481--16
გორი----------------14—6—0—8--475-524--12
სტუ-ქარიშხალა---14—4—0--10--427-440---8
წყალტუბო---------16—2—0--14--458-614---4
სამტრედია---------16—0—0--16--413-614--0
23 მარტი
13:00 წყალტუბო - სამტრედია
15:00 ქუთაისი - BSB ბათუმი
თბილისი, 27-29 მარტი: მესამე წრე, აღმოსავლეთის ტური, მე-15-17 მატჩები
17-20 აპრილი: მესამე წრე, საერთო ტური, მე-18-21 მატჩები
ფინალური ოთხეული: 8 მაისი: ნახევარფინალი 9 მაისი: ფინალი







