ტოჩინოშინმა ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე იოკოძუნა კაკურიუს პირველი მარცხი აგემა. სეკივაკეს წოდებით მოჭიდავე ლევან გორგაძემ მე-12 ტურის დამაგვირგვინებელ ბრძოლაში მრისხანე მეტოქე დოჰიოდან გადაიყვანა, მე-8 ქულა მოიპოვა და საბოლოო დადებითი ბალანსი – კაჩიკოში გაინაღდა.
სუპერტურნირის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ქართველი სეკიტორის ანგარიშზე 8 მოგება და 4 წაგებაა. ტოჩინოშინი "იმპერატორის თასის” ზედიზედ მეორედ მოპოვების თეორიულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. ხვალ მისი მეტოქე მეოთხე მაეგაშირა შოდაი იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე 6-6 მოგება და წაგება აქვს. ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობა გორგაძის მხარესაა – 5:2.
რანგით მეორე, ჯურიო ლიგაში მოჭიდავე გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელსაც შეეძლო, დღეს გაენაღდებინა კაჩიკოში, მაგრამ წააგო და ბაშოს 7:5 ბალანსით აგრძელებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ცუდმა სტარტმა დააღალატა ტოჩი.
რაც არ უნდა იყოს მთავარი ამოცანა შეასრულა, მარა იქნებ ავიდეს 10 მოგებაზე.
ტოჩი რამენირად ხვალაც და ზეგაც უნდა მოიგო.
მორიგი სიმძორე იჩინოჯოსგან. რა უნდა ამას სანიაკუში.
ძალიან გამაღიზიანებელი ხდება ჰენკა, უფრო და უფრო მეტი რიკიში კადრულობს მის გაკეთებას. უნდა აკრძალონ წესებით.
რანაირად შეძლო ჩიომარუმ 2 ოძეკის დამარცხება ახლაც მიკვირს.
ადვილად უნდა აჯობოს ტოჩიმ წესით.
გაგამ ისევ წააგო სამწუხაროდ. იმედია დარჩენილი 2-დან 1-ს მაინც მოიგებს.
მიტაკეუმიმ რო კაჩი-კოში გაახერხოს 3 სეკივაკე იქნება?
იჩინოჯო თუ 11 მოგებას იჩალიჩებს არის მაგის შანსი
მაგრა გამიკვირდა ჩიომარუს რო ახვედრებენ ტოჩის
იოკოძუ(კ)ნა
გვეამაყები
ქედს ვიხრი ამ კაცის წინაშე, შენ გენაცვალე ტოჩი! საქებარი სიტყვების მარაგი არ მყოფნის ამ კაცის შესამკობად.
ნაღდად მასეა
სასწაული ბრძოლა იყო, ამჯერად ლევანმა დროულად მოახერხა ჰიდარე უვატეს დაფიქსირება. სასწაული გამძლეობა აქვს ამ ტურნირზე.
აი ამ ჩავლებებს რო ადვილად აკეთებდეს სტარტზე (რაც მისი მთავარი მინუსია) ნამდვილად გაიწეოდა იოკოძუნობაზე.
იჩინოჯო მძორია როა კიდე 1-ელ გამოჩნდა, რეიტინგში მოწინავეებთან თივასავითაა და ტრავმიანი ტოჩიც წკიპურტის კვრით გადაწევს დოჰიოდან.
ძალიან გამახარა ლევანის მიერ კუკურას ძლევამ. თანაც, ტოჩის უკვე ეტყობა, რომ ადრინდელი ე.წ. "იოკოძუნას კომპლექსი" დაძლეული აქვს და ოდნავადაც არ უშინდება მასზე დიდ ავტორიტეტებს.
ერთი ის ოხერი ჰაკუჰოღა დარჩა დოჰიოზე წამოსაჭიმი, არადა ისე გამალებული ემალება ჩვენს ფალავანს ტრავმის მომიზეზებით რომ ...
აი ჩვენი ვაჟკაცი კი, მართლაც ფეხის ტრავმით რომ არ ჭიდაობდეს, თამამად გაიწევდა ზედიზედ მეორედ იმპერატორის თასისკენ. მოკლედ, ახლო მომავალში ლევანის ოზეკობას ველით
ოძეკობას
ხვალ შოდაის ვხვდებით.... ბოლო ორიდან ერთი უეჭველი იჩინოჯო იქნება და მეორე სავარაუდოდ კაისეი
ავოიე მოუგო ბიჯო მოუგო!
თან გუშინ რასაც ვფიქრობდი ზუსტად იმ ტაქტიკით დაიწყო ბრძოლა - მარცხენა კაჩიაგეთი - ანუ მარცხენა მხარ-იდაყვის ზემოთ აკვრით... თუმცა მთლად კარგად არ გამოუვიდა და მერე ეგრევე სხვა ილეთი მოუნაცვლა - მარცხენა ხელით იღლიაში ამოსდო, თავისკენ მიიზიდა და კაი მამაპაპურად ჩაავლო თავისი საყვარელი ჰიდარი-უვატე
ნამდვილად არის დღეისათვის ტოჩი ოძეკის დონე. იმედია, ასეც მოხდება უახლოეს მომავალში, თან სანიაკუც 10 კაცამდე შეივსება
თან იმ ევროპელებმა (კოტოოშუ, ბარუტო) ვინც იმპერატორის თასი მოიგეს, მიაღწიეს ოძეკის ტიტულს და იმედია არც ლეო ჩამორჩება.
კიი, თან ტოჩის მსგავსი სტილის იყვნენ ისინიც, ძალაზე აკეთებდნენ აქცენტს.
3-3 იოკოძუნა-ოძეკი, 2-2 სეკივაკე-კომუსუბი
ლეონსიო თავიდანვე სათავისოდ თუ მოიგდო მავაში ხელში მერე მისი შეჩერება ასაშოროსაც და კაკუჰოსაც არ შეუძლია
ეს კაცი რასაც აკეთებს გმირობის ტოლფასი კაცი რომელსაც ფეხი ისე აწუხებს ელემენტარული ფეხის წესიერად დაგმაც კი არ შეუძლია სასწაულებს ჩადის დაუმარცხებებლი ტოჩისთვის არ არსებობს მცნება რომა არა წყეული ფეხის ტრავმა იმპერატორის თასისკენ უეჭველი გაიწევდა თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვს მაგრამ ძალიან რთული იქნება ძალინ მალე ლევან იოკოძუნას რანგში მენახე.
ბრავო ლევან, ბრააავო !!! კაჩიკოშის გაფორმებაც ასეთი უნდა.
უღირსეულეს ბაშოს ატარებს ტოჩი. თასის მოგების შემდეგ ალბათ ყველა სუმოს მოყვარული გამადიდებლით აკვირდება მის გამოსვლას და ჩვენებური მტკივანი ფეხითაც ამტკიცებს რომ მაგარია.
არ ვიცი, შეეცდება თუ არა მაქსიმალურად კარგი ბალანსის მიღწევას, მაგრამ იდეაში ეს ტურნირი ლევანისთვის ნაღდად შედგა.
რომ არა ორიოდე დასანანი დამარცხება, ამ ბაშოზეც იბრძოლებდა იმპერატორის თასისათვის.
დარჩენილი სამივე ბრძოლა უნდა მოიგოს ტოჩიმ, 11-4 ბალანსი უნდა აუცილებლად. კიდევ 2 ბაშო და ოძეკი უნდა გახდეს...
ოჰო, მებრძოლი სულის პრიზი ხომ მინიმუმ უნდა მისცენ იოკოძუნას გადაგორებისთვის
მითუმეტეს მტკივანი ფეხით
11 მოგება თუ ექნა ალბათ მიცემენ.