ფეხბურთი

14:05 | 22.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა მესის გადაასწრო და "ოქროს ბუცის" მთავარი პრეტენდენტია

“ლივერპულის” ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში ჩაერთო. 25 წლის ფეხბურთელმა გასულ ტურში “უოტფორდთან” მატჩში პოკერის შესრულება შეძლო და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

მეორე ადგილზეა კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი შემტევი ლიონელ მესი, რომელსაც 25 გოლი დაუგროვდა და 3 გოლით ნაკლები აქვს გატანილი, ვიდრე სალაჰს.

აქვე გაგაცნობთ იმ ფეხბურთელთა ხუთეულს, რომლებიც ტოპ ჩემპიონატებში ლიდერობენ.

1. მოჰამედ სალაჰი – 28 გოლი, 56 ქულა (“ლივერპული”)

2. ლიონელ მესი – 25 გოლი, 50 ქულა (“ბარსელონა”)

3-5. ედინსონ კავანი – 24 გოლი, 48 ქულა (“პარი სენ ჟერმენი”)

3-5. ჰარი კეინი – 24 გოლი, 48 ქულა (“ტოტენჰემი")

3-5. ჩირო იმობილე – 24 გოლი, 48 ქულა (“ლაციო”)

შეგახსენებთ, რომ ტოპ ჩემპიონატებში 1 გატანილი გოლი 2 ქულას (კოეფიციენტს) უდრის. აქვე გეტყვით, რომ "ბენფიკას" მოთამაშე ჟონასს 31 გოლი აქვს გატანილი, თუმცა პორტუგალიის ჩემპიონატში 1 გატანილი გოლის კოეფიციენტი 1,5-ია, შესაბამისად ბრაზილიელ თავდამსხმელს 46,5 ქულა აქვს.

0.116922