ფეხბურთი

11:21 | 22.03.2018 | ნანახია 1663 - ჯერ

რატომ თამაშობდა რონალდო უცნაური ვარცხნილობით?

ბრაზილიელმა რონალდომ იმ ვარცხნილობაზე ისაუბრა, რომლითაც მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე წარსდგა. სამხრეთამერიკელის განცხადებით, თანაგუნდელების ყურადღება მიიპყრო.

“ფეხის ტრავმა მქონდა და ყველა ამაზე ლაპარაკობდა. ამიტომ გადავწყვიტე ვარცხნილობის შეცვლა. ყველამ ჩემს თმაზე დაიწყო საუბარი და ფიზიკური პრობლემები დაივიწყეს. ასე მოვახერხე კონცენტრირება მთლინად თამაშზე. არ ვამაყობ ამით, ეს საკმაოდ უცნაური ვარცხნილობა იყო, მაგრამ კარგი გზა გამოვიდა ყურადღებუს გადასატანად.

მუნდიალის ფავორიტები? – რამდენიმე ძლიერი გუნდია, მაგალითად გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი. რა თქმა უნდა, მინდა, რომ ბრაზილიამ გაიმარჯვოს, მე მჯერა ამის, რადგან “სელესაო” ბოლო წლებში შეიცვალა და პროგრესი განიცადა”, - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ რონალდომ 2002 წლის მუნდიალზე 8 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. “სელესაოს” ჩემპიონობაში “ფენომენმა” დიდი როლი ითამაშა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:28 | 22.03.2018
sul2 (1775)

რონალდომ რვა გოლი გაიტანა და ცოტა უცნაური იქნება ალბათ ჩემი მხრიდან იმის თქმა რომ 2002 წელს ბრაზილიაში საუკეთესო რივალდო იყო

07:24 | 23.03.2018
geogreece (9768)

არადა რივალდო იყო იმ წელს საუკეთესო მუნდიალის მამა ტუმცა ტურქეთან სიმულაციამ შენ კიარა ყველას დააკარგინა წარმოდგენა არც მე არ ველოდი

22:29 | 22.03.2018
sul2 (1775)

თუმცა თურქეთთან ჩადენილმა სიმულაციამ საერთოდ წარმოდგენა დამიკარგა ვიტორაზე

14:19 | 22.03.2018
kakhaberry (2630)

ადრე თქვა შვილს რო ვეცნე ტელევიზორშიო, ერთხელ ჩემსავიტ პოსლიკა კარლოსი და ინახა და მამა-მამაო ხელს იშვერდაო და მაგიტომ ვქენიო, რომ აღარ ავრეოდი სხვაშიო.

მოდი და გაიგე ეხლა. რამდენ ვერსიასაც უნდა იმდენს მოიფიქრებს, ვინ დაუშლის

13:44 | 22.03.2018
KoRBeN DaLLaS (24838)

ვარცხნილობის შეცვლა ზედმეტი იყო. ტიპი ქვას ქვაზე არ ტოვებდა, ყ..ამოგდებულმა ირბინა კორეა-იაპონიის მოედნებზე და მაგის ფეხი ვიღას ახსოვდა ?

0.133451