ფეხბურთი

22:00 | 21.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" და ლევანდოვსკი შეთანხმდნენ

მადრიდის “რეალი” და რობერტ ლევანდოვსკი შეთანხმდნენ. გამოცემა As-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესსა და პოლონელი ფორვარდის აგენტ ზაჰავის შორის შეხვედრა შედგა, რომელშიც პრინციპული შეთანხმება იქნა მიღწეული.

ესპანური მედია დარწმუნებულია, რომ 30 წლის ფეხბურთელი ზაფხულში “რეალის” წევრი გახდება, მიუხედავად იმისა, რომ “ბაიერნი” 100 მილიონ ევროს ითხოვს.

“სამეფო კლუბი” მზადაა 42 მილიონი ევრო გაიღოს და “რეკორდმაისტერს” ხამეს როდრიგესის სატრანსფერო უფლებებიც დაუთმოს.

“რეალმა” ლევანდოვსკი “ტოტენჰემის” თავდამსხმელ ჰარი კეინს ამჯობინა, რადგან ინგლისური გუნდი ფეხბურთელში იმაზე ბევრად მეტს ითხოვს, ვიდრე ესპანურ მხარეს სურს გადაიხადოს.

0.112131