ფეხბურთი

21:00 | 21.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" სასტუმროს აშენებს

იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” საკუთარი სასტუმროს აშენებას იწყებს. ეს იტალიური ფეხბურთისთვის სიახლეა, რადგან “იუვე” გახდება პირველი აპენინური გუნდი, რომელსაც საკუთარი სასტუმრო ექნება.

J Hotel – ეს იქნება სასტუმროს სახელწოდება, რომელიც 11.200 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს. იგი “ალიანც სთედიუმიდან” (“იუვენტუსის” სტადიონი) რამდენიმე ასეულ მეტრში იქნება დაშორებული და 138 ნომერი ექნება. სასტუმროში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კულინარიას, სადაც ძირითადად პიემონტიის სამზარეულოს წარმოადგენენ. რესტორნის შიდა ინტერიერი გათვლილი იქნება 140 ადამიანზე, ხოლო გარეთ 60 ადგილი იქნება თავისუფალი.

“იუვენტუსის” ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების განკარგულებაში ახალი სასტუმრო დამდეგი სეზონიდან იქნება. აქვე გეტყვით, რომ "იუვე" ასევე პირველი იტალიური გუნდია, რომელსაც საკუთარი სტადიონი აქვს.

თეგებიიუვენტუსი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111305